სწავლება-სწავლის
ხარისხის ამაღლებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია
კვლევაზე დაფუძნებული სწავლა, რადგანაც კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება
და მისი სისტემატური
დოკუმენტირება ანგარიშის, სტატიისა თუ პროექტის სახით. პროექტებით სწავლა განსაკუთრებით
ხელსაყრელია ტერიტორიულად ახლომდებარე სკოლებისათვის. დავალებები შეიძლება იყოს მოკლევადიანი
ან გრძელვადიანი, ერთობლივი და შედარებითი კვლევები, ერთობლივი პრეზენტაციები, ვიზიტები
მუზეუმებში, არქეოლოგიური გათხრების ადგილებზე, ლაბორატორიებში, სამეცნიერო დაწესებულებებში
და ა. შ. თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, თუ სკოლებსა და მონაწილე ჯგუფებს
აქვთ საკმარისი მოტივაცია და დამატებითი ფუნქციების შესაძლებლობა, როცა ინიციატივა
სკოლისგან, ან შესაბმისი მონაწილე ჯგუფისგან მოდის და არ არის განპირობებული გარე ზეწოლით.
სწორედ ასეთი პროექტი განახორციელეს გორის რაიონის სოფ.
ტინისხიდისა და ახალდაბის საჯარო სკოლის მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეებმა, რომელთაც
პირადი სურივილით შეისწავლეს საკუთარი სოფლების ისტორია, მისი წარსული და აწმყო.
თავდაპირველად მოსწავლეები სურვილისამებრ დაწყვილდნენ და დავალებებიც თავიანთი ინტერესების მიხედვით გადაინაწილეს. I ჯგუფი- სოფლის
გეოგრაფიული მდებარეობა, ტოპონიმები და
მოსახლეობა, II ჯგუფი- სოფლის ისტორია
და ტრადიციები, III ჯგუფი- სოფლის
არქეოლოგიური და
ხუროთმოძღვრული ძეგლები,
IV ჯგუფი-
სოფელში არსებული
გვარები და
მათი ისტორია,
V ჯგუფი-
სოფლის სკოლის
განვლილი გზა.
პროექტის მომდევნო
ეტაპი მოძიებული
ინფორმაციის დახარისხება იყო, რის შემდეგაც მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია power-point-ის
გამოყენებით. პრეზენტაციის შესაბამისად მათ
მოამზადეს საკონფერენციოდ მოხსენებები აღნიშნულ
თემებზე. დაამზადეს
საინფორმაციო ბუკლეტი-
„ტურისტული გზამკვლევი“.
პროექტის
დასკვნითი ნაწილი
იყო კონფერენცია, რომელიც გაიმართა
ტინისხიდის საჯარო
სკოლაში 2014 წლის
4 აპრილს. კონფერენციის დასასრულს გაავრცელეს ბუკლეტები-„ტურისტული გზამკვლევი“.
მუშაობის
პროცესში მოსწავლეებმა შეადგინეს სოფლის
გეოგრაფიული რუკა,
მოიძიეს ინფორმაციები როგორც ადგილობრივ თემში, ასევე თემის
საკრებულოში, გრაფიკულად-დიაგრამებით გამოსახეს
მოსახლეობის რაოდენობის ყოველწლიური ცვლილება.
დაუკავშირდნენ სოფლის
უხუცესებს, შექმნეს
ფოკუს-ჯგუფი
და ინტერვიუს
საშუალებით მათგან
მოიძიეს სოფლის
დაარსების განსხვავებული ვერსიები. ინტერვიუსთვის საკვანძო
კითხვარი თავად
შეადგინეს, მოამზადეს
კვლევის ანგარიში.
იმუშავეს ისტორიულ
წყაროებზე დაყრდნობით და გამოიყენეს შესაბამისი ლიტერატურა. ასევე მოისმინეს
ხალხში გავრცელებული ისტორიები სოფელში
არსებული ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა
და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიების შესახებ. მოამზადეს ფოტო
და ვიდეომასალა. გვარის უხუცესებისგან საინტერესო და
უჩვეულო ამბები
მოისმინეს და
ჩაიწერეს, გვართა ეტიმოლოგია ძირითადად ხალხურ
ვერსიებს წარმოადგენს და შეიცავს
უნიკალურ, აქამდე
უცნობ მასალას.
დაუკავშირდნენ როგორც
სოფლის უხუცესებს,
ასევე სკოლის
ყოფილ მასწავლებლებს, მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით მოამზადეს
სტატია.
პროექტის მსვლელობისას აწარმოებდნენ კვლევის
დღიურებს, ბოლოს
გამოიყენეს თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკები.(დანართი-1, დანართი-2,
დანართი-3)
პროექტის განხორციელების
შედეგად:
- მოსწავლეებმა შეძლეს პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი კვლევის წარმართვა სხვადასხვა მეთოდით: ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, დიალოგი.
- გამოიყენეს საძიებო სისტემა სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მისაღებად
- შეძლეს ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია, გააკეთეს შედეგების ანალიზი
- აკვირდებოდნენ და აღრიცხავდნენ მონაცემებს, ახარისხებდნენ ინფორმაციას, მონაცემები წარმოადგინეს დიაგრამით, ითანამშრომლეს თანატოლებთან და თემის წევრებთან
- შეძლეს ისტ-პროდუქტის შესაქმნელი საშუალებებით ელ-რესურსის შექმნა
პროექტზე
მუშაობამ მოსწავლეში აღძრა ინტერესი
და შემოქმედებითობა, აამაღლა
მოტივაცია ,გააუმჯობესა თვითშეფასება. . სწავლა- სწავლების
ხარისხი ამაღლდა,
რადგან სწავლებას საფუძვლად
დაედო მოსწავლის
პირადი გამოცდილება, პირადად მისი
თვისებები, ცოდნა
და ინტერესების სფერო. მოსწავლე აქტიურად იყო
კვლევა -ძიებისა
და აღმოჩენების სფეროში ჩართული.
მუშაობის პროცესში აკვირდებოდა, ქმნიდა რესურსს
და აღწევდა
საუკეთესო შედეგებს.
ორივე სკოლის
მოსწავლეებმა წამოჭრილი
პრობლემა გაითავისეს, წარმატებით გაართვეს
თავი დასახულ
მიზნებს და მიაღწიეს შედეგებს,
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის შედეგადაც
მოსწავლეს მრავალმხრივი უნარები უვითარდება, სწავლობს პრობლემის
გადაჭრის გზებს,
აქტიურადაა ჩართული
პროცესში და
მზადაა, მიღებული
ცოდნა ცხოვრებაშიც გამოიყენოს.